top of page
Search

რას ნიშნავს ფსიქოლოგიური კონსულტაცია?

  • Writer: ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი
    ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი
  • Apr 2, 2021
  • 1 min read

კონსულტაცია, პროფესიონალსა და კლიენტს( სერვისის მისაღებად მისული პირი) შორის, კონკრეტულ პროფესიულ ცოდნასა და გარკვეულ ეთიკურ პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობაა. კონსულტაციის მთავარი მიზანია კლიენტმა პროფესიონალთან ერთად განიხილოს მის ნორმალურ ფუნქციონირებაში ხელის შემშლელი საკითხები. კონსულტირების შედეგად იგეგმება კლიენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, სტრესთან გამკლავების სათანადო სტრატეგიების შემუშავება, გარკვეული უნარების დასწავლა/გაუმჯობესება. კონსულტაციის მიმართულება კლიენტის საჭიროებებით განისაზღვრება. შესაძლოა, პროფესიონალი ცდილობდეს კლიენტის კონკრეტული ქცევითი თუ ემოციური სირთულეების მოგვარებას და კრიზისულ მდგომარეობასთან გამკლავებას. ფსიქოლოგიური კონსულტაცია არის კონსულტანტსა და კლიენტს შორის ნდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და პროფესიონალიზმზე დაფუძნებული პროცესი.


ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური კონსულტირებისას ყურადღება მახვილდება ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სირთულეებზე. ასევე, მუშაობა მიმდინარეობას იმ ბავშვებსა და მოზარდებთან, რომელთაც გარკვეული ტრავმული გამოცდილებასთან, სტრესულ საცხოვრებელ ან სხვა სოციალურ გარემოსთან (მაგალითად სკოლა) შეხება უწევთ. კონსულტაციის მიზანია სირთულეების მარტივ, მართვად ნაწილებად დაყოფა ისე, რომ ბავშმა/მოზარდმა უკეთ გაიგოს და დაძლიოს ისინი.


ფსიქოლოგიური კონსულტაციის ფარგლებში პროფესიონალი კლიენტს ეხმარება, შეამჩნიოს და უკეთ გაიგოს საკუთარი ემოციები - ბრაზი, სევდა, შფოთვა და ა.შ.

ბავშვი/მოზარდი ხვეწს სტრესის დაძლევის სტრატეგიებს, სწავლობს ემოციების რეგულაციას. კონსულტირებისას გამოიყენება მტკიცებულებაზე დაფუძნებული, კლიენტის ასაკის შესაფერისი მეთოდები.


ბავშებთან და მოზარდებთან მუშაობისას მშობლების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. მდგომარეობის გაუმჯობესება უფროსის აქტიურობის გარეშე, თითქმის, შეუძლებელია. ფსიქოკონსულტანტი მშობლებს რეკომენდაციას უწევს და თანამშრომლობს ოჯახის წევრებთან, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურობის დაცვით - კონსულტანტი მშობლებს მოზარდზე მხოლოდ იმ ინფორმაციას აწვდის, რომელიც რეკომენდაციების გაცემისთვისაა აუცილებელი. ზოგ შემთხვევაში კონსულტაციას მშობელიც ესწრება. ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ კონკრეტულად რა სირთულესთან გვაქვს საქმე, რა ასაკისაა კლიენტი, ამის მიხედვით განისაზღვრება მშობლების/მშობლის დასწრების საკითხი. ასევე, კონსულტაციის ხანგრძლივობაც აღნიშნულზეა დამოკიდებული.



 
 
 

Comments


Post: Blog2_Post

©2021 by ფსიქიკური ჯანმრთელობა. 

bottom of page