top of page

ᲩᲕᲔᲜᲘ ᲒᲣᲜᲓᲘ

2.jpg

ნატა მეფარიშვილი

დამფუძნებელი, დირექტორი.

ნატა მეფარიშვილმა 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 2010 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ბავშვის კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით. აქვს 20-წლიანი გამოცდილება ბავშვთა და მოზარდთა ფსიქო-კონსულტირების კუთხით. პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა გაიღრმავა შემდეგ ქვეყნებში: ვაიკატო, ახალი ზელანდია (2000); ომაჰა, აშშ (2003); კანზასი, აშშ (2003); ვილნიუსი, ლიტვა (2005), პრაღა, ჩეხეთი (2012); ჰამბურგი, გერმანია (2015); კიბუციმის კოლეჯი, ისრაელი (2016);ლიმერიკი, ირლანდია (2016). ნატა მეფარიშვილი რამდენიმე სტატიის ავტორი და თანაავტორია. მისი სამუშაო გამოცდილება უკავშირდება ისეთ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორებიცაა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, USAID, გადავარჩინოთ ბავშვები, საქართველოს ბავშვები, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, UNICEF, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (CSS), ჩეხეთის კარიტასი.

იგი აქტიურადაა ჩრთული სტუდენტთა სწავლებასა და პრაქტიკულ სუპერვიზიაში, არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით.



ექსპერტიზა : ბავშვის და მოზარდის კლინიკური ფსიქოკონსულტირება, ფსიქოგანათლება, სტუდენტთა განათლება, ტრენირება.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

კლინიკური ფსიქოლოგია, განვითარების დარღვევები, ფსიქოდიაგნოსტიკა, ფსიქო-კონსულტირება, ქცევის გამოყენებითი ანალიზი, კოგნიტურ-ქცევითი მიდგომები და თერაპია, სპორტის ფსიქოლოგია.

123240331_374783717286654_46917821420389

ქეთევან დალინკევიჩი

კლინიკური ფსიქოკონსულტანტი

2017 წლიდან - დღემდე - შპს „ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი“ - ფსიქოკონსულტანტი;
2019 წლიდან - დღემდე - შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის“ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი --ფსიქოლოგი;
2019 წლის იანვრიდან - 2019 წლის ივნისამდე - World Vision International საქართველოს ფილიალი, თბილისის ურბანული განვითარების პროგრამა - სასკოლო შემთხვევების სუპერვიზორი;
2017 წლის მარტიდან - 2017 წლის აგვისტომდე - შპს „ათასწლეულის სკოლა“ - სკოლამდელი აღზრდის პროგრამის პედაგოგი;
2016 წლის იანვრიდან - 2017 წლის მარტამდე - სსიპ ქ. თბილისის #207 საჯარო სკოლა - სკოლის ფსიქოლოგი;
2015 წლის აგვისტოდან - 2016 წლის თებერვლამდე - „საქართვლოს წითელი ჯვარი“ - მოხალისე ფსიქოლოგი წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად;
2014 წლის მარტიდან - 2015 წლის მარტამდე - „საქართველოს პორტიჯის ასოციაცია“ - ამერიკელი სპეციალური პედაგოგის ასისტენტი, თარჯიმანი.
სპეციალიზაცია: მშობლებისა და აღმზრდელების კონსულტირება ბავშვის ქცევით და ემოციური სირთულეებთან დაკავშირებით, პოზიტიური კომუნიკაციის როლი აღზრდის პროცესში, ძილის სირთულეები, ტუალეტის ჩვევა, განვითარების სტიმულირება. ბავშვის აკადემიური და კოგნიტური უნარების შეფასება, თერაპია შემდეგი მიმართულებით-- ბრაზის მართვა, შიში/ფობია, შფოთვა, ობსესიურ-კომპულსური აშლილობა, დეპრესია.

3.png

ანა თუნიაშვილი

ფსიქოკონსულტანტი, განათლების ფსიქოლოგიის სპეციალისტი.

განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის, კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულების დოქტორანტი,
2018 წ - დღემდე - - „ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი“- ფსიქოკონსულტატნი, განვითარების სპეციალისტი, ქცევითი თერაპევტი.
2017 წ - დღემდე - „ბავშვის განვითარების ინსტიტუტი“- ტრენერი .
2020 წ-დღემდე --საბავშვო ბაღი „ეკო“-ფსიქოლოგი.
2014 წ - 2019 წ - „ბავშვის განვითარების ინსტიტუტი“- ABA თერაპევტი, რეგისტრირებული ქცევითი ტექნიკოსი (RBT), განვითარების სპეციალისტი.
2017 წ - 2018 წ - საბავშვო ბაღი „ბაღი მთაწმინდაზე“-ფსიქოლოგი.
სპეციალიზაცია:
განვითარების შეფერხება და ჩამორჩენა, აუტიზმი, მეტყველების შეფერხება, სელექტიური მუტიზმი, ქცევითი სირთულეები, განვითარების სტიმულირება და ხელშეწყობა, თვითმოვლის უნარების ჩამოყალიბება, პოზიტიური კომუნიკაცია, თამაშის როლი განვითარებაში.

5.jpg

თინათნ ბუხაიძე

კლინიკური ფსიქოკონსულტანტი, განვითარების სპეციალისტი, ტრენერი.

კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი.
2019 წ - დღემდე - ბავშვთა კლინიკური ფსიქოკონსულტანტი, განვითარების სპეციალისტი, ტრენერი - „ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი“
2015 წ - დღემდე - ფსიქოლოგი, განვითარების სპეციალისტი - „ბავშვის განვითარების ინსტიტუტი“
2017 წ - დღემდე - ტრენერი - „ბავშვის განვითარების ინსტიტუტი“
2015 წ - 2016 წ - სპეციალური პედაგოგი - 137-ე ბაგა-ბაღი.
2015 წ - სტაჟიორი - „საქართველოს პორტიჯის ასოციაცია“
სპეციალიზაცია : ქცევითი და ემოციური სირთულეები, პოზიტიური კომუნიკაცია და აღზრდა, განვითარების სტიმულირება ( აუტიზმის, განვითარების შეფერხების, მეტყველების შეფერხება/ ჩამორჩენის და განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებთან), კვების და ძილის დარღვევები, თვითმოვლის ჩვევის ჩამოყალიბება ( ტუალეტის ჩვევა ან / და სხვა).

11.jpg

ელენე ბაჩიაშვილი

კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტი

2014 წლის დეკემბრიდან - 2019 წლის მარტამდე - სსიპ ქ.თბილისის N88 საჯარო სკოლა - სპეციალური მასწავლებელი
2016 წლიდან - დღემდე - „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია“- კლინიკური ფსიქოლოგი
2014 წლიდან - დღემდე - „ბავშვის განვითარების ინსტიტუტი“ -ფსიქოლოგი
2020 წლიდან - დღემდე - შპს „ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი“ - კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტი.
ილიას უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულების მაგისტრი
სპეციალიზაცია: კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სირთულეებისა და დარღვევების იდენტიფიცირება/შეფასება/ინტერვენციის დაგეგმვა და განხორციელება, კონსულტირება, ხმის დარღვევები, ენაბორძიკი, კვების დარღვევები.

ჩვენი გუნდი: Meet the Team

©2021 by ფსიქიკური ჯანმრთელობა. 

bottom of page